ვიზუალური ხელოვნება

აზიური წარმოშობის ამერიკელი ხელოვანები

ამერიკული ხელოვნების არქივმა ინტერნეტში გამოაქვეყნა იმ აზიური წარმოშობის ამერიკელი ხელოვანების შემოქმედება, რომლებიც მოხვდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საკონცენტრაციო ბანაკებში.

რუთ ასავა

არქივის მიზანია მათი მემკვიდრეობის და გავლენის წარმოჩენა. მასალები ხელმისაწვდომია სოციალურ მედიაში, ყოველკვირეულ ახალ ამბებსა და არქივის ბლოგებში და იგი მოიცავს დოკუმენტებს, რომლებიც უკავშირდება ისეთ ხელოვანებს, როგორებიც არიან: რუთ ასავა და მინე ოკუბო. აქვეა 2002 წლის ინტერვიუ, რომელშიც ასავა ჰყვება, თუ როგორ უმკლავდებოდა იზოლაციას არკანზასის ბანაკში და როგორ მოახდინა ამ გამოცდილებამ გავლენა მის პრაქტიკაზე.

რუთ ასავას შემოქმედება

აქ არის ასევე 2000-ზე მეტი შავი მონახაზი, რომელიც ოკუბომ შეასრულა იუტას შტატის საკონცენტრაციო ბანაკაში ყოფნისას. ასევე წარმოდგენილია შემდეგი ხელოვანები: პატი ვარაშინა, რეუბენ ტამი, ვალ ლაიგო, მიე მაცუკატა, კამეკიჩი ტოკიტა, ჯუნ კანეკო და კაი სეკიმაჩი.

მინე ოკუბო

აზიურ-ოკეანური წარმოშობის ამერიკელების მემკვიდრეობის თვის პროგრამა აღნიშნავს ორ მნიშვნელოვან თარიღს აზიურ-ამერიკულ ისტორიაში: იაპონელი იმიგრანტების ჩამოსვლა 1843 წლის 7 მაისს და 1869 წლის 10 მაისს ტრანსკონტინენტური რკინიგზის მშენებლობის დასრულება – რომელშიც იაპონელი იმიგრანტების წვლილი მნიშვნელოვანია.

მინე ოკუბოს შემოქმედება

კომენტარები

კომენტარი