კინო

ავჭალის ყოფილ კოლონიაში ფილმს – „უარყოფითი რიცხვები“ გადაიღებენ

ავჭალის ყოფილ კოლონიაში ფილმს –  „უარყოფითი რიცხვები“ გადაიღებენ. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

მხატვრული ჟანრის ქართულ-ფრანგულ-იტალიურ კოპროდუქციას ქართული საპროდიუსერო კომპანია შპს „მაგნეტ ფილმს“ გადაიღებს. ფილმის სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა აგებული და ასახავს საქართველოს ეროვნული რაგბის კავშირისა და UNICEFF-ის ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში პატიმრებისთვის ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების მიზნით, რაგბის ვარჯიშები დაინიშნა.

ფილმის გადაღებები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც 40 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.

აღსანიშნავია, რომ გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ფილმის თემატიკასთან დაკავშირებული ლოკაცია – ავჭალის ყოფილი მეათე საპყრობილე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფილმის გადასაღებად უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით შპს „მაგნეტ ფილმს“ გადასცა.

ეკონომიკის სამინისტროს „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო პრომოკამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო დატვირთული და აქტუალური ხდება, რაც უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაში შესამჩნევად აღინიშნება, რადგან პროექტის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში უკვე რიგით მეექვსე ფილმის გადაღებები განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი