კინო

ადამ სანდლერი კალათბურთზე გადაღებულ მორიგ ფილმში ითამაშებს

ადამ სანდლერმა თავისი კარიერის განმავლობაში რამდენიმე საუკეთესო გამოხმაურება მიიღო 2019 წლის შავბნელი კომედიისთვის „დაუმუშავებელი ძვირფასი ქვები“, რომელმაც ასევე მოიპოვა Spirit-ის ჯილდო. თუმცა Netflix-ისთვის შექმნილ მის კომედიურ ფილმებს იგივე წარმატება არ მოჰყოლია, პოპულარობის მიუხედავად.

ამჯერად სანდლერი ითამაშებს კალათბურთზე გადაღებულ მორიგ ფილმში „ორომტრიალი“. სანდლერი ეძებდა მორიგ პროექტს და რამდენიმე ვარიანტზე მუშაობდა, იმასაც ამბობენ, რომ „ორომტრიალის“ გადაღებამდე სხვა ფილმშიც ითამაშებს, თუ კარგი შანსი გამოჩნდება.

ფილმის რეჟისორი ჯერემია ზეგარია, ხოლო სცენარი ტეილორ მეტერნსა და უილ ფეტერსს ეკუთვნის. სანდლერი შეასრულებს ამერიკელ კალათბურთის მწვრთნელს, რომელიც, მას შემდეგ, რაც უსამართლოდ დაითხოვენ სამსახურიდან, აღმოაჩენს ნიჭიერ მოთამაშეს საზღვარგარეთ და გადაწყვეტს ჩამოიყვანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯერჯერობით ცნობილი არაა როდის გამოვა ფილმი, თუმცა სავარაუდოდ, იგი მისი მომდევნო წარმატებული პროექტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი